გიორგი ვაშაძე პრეზიდენტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებზე ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მიღებულ ცვლილებებზე ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, თუ პრეზიდენტი ვეტოს არ გამოიყენებს, ოპოზიცია პარლამენტში მუშაობის სრულფასოვნად დაწყების შემდეგ დაარეგისტრირებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოითხოვენ ცვლილებების გაუქმებას.

„გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მზაკვრულად მიიღო ანტიდემოკრატიული კანონი, რომ გააპაროს ასეთი ცვლილებები, სანამ ჩვენ სრულფასოვნად დავიწყებთ პარლამენტში მუშაობას. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია.

მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება ამ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ის არის ანტიდემოკრატიული კანონი და მეორე, ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რითიც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას ანუ დაბრუნდეს ძველი რედაქცია, რაც იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. თუ ეგონა „ქართულ ოცნებას“, რომ თავს აარიდებდა ფართო ოპოზიციურ დისკუსიას პარლამენტში, ეს არ გამოუვა. ჩვენი საკანონმდებლო ინიციავის შედეგად, მათ ვალდებულება ექნებათ, მოვიდნენ პარლამენტში და დაგვისაბუთონ, რატომ მიიღეს ასეთი ანტიდემოკრატიული კანონი. ყველანაირად ვეცდებით, რომ ვაიძულოთ, ხელახლა ხმა მისცენ ამ კანონს და უკან დაბრუნდეს რაც იყო,“- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა