სალომე სამადაშვილი - კონსტიტუციით, ყველაზე სწრაფი გზა „ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეჩერების, არის ვეტოს დადება

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში პარლამენტის განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს.

როგორც სამადაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პროცესის შეჩერება ახლა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია.

"პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა გამოიყენოს თუ არა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. შეხვედრა იმართება პრეზიდენტის ინიციატივით. მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები,რომელიც ძალიან ნაჩქარევად, ფარულად მიიღო მმართველმა უმრავლესობამ, რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და ფაქტიურად შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, ნებისმიერი მექანიზმით უნდა შევაჩეროთ. კონსტიტუციით ყველაზე სწრაფი გზა ამის შეჩერების არის სწორედ ვეტოს დადება. ცხადია, გავაცნობ პრეზიდენტს ჩემს ხედვას. სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ მსგავს ხერხს, საშუალებებს პროტესტის ჩასახშობად მიმართავენ ის ქვეყნები, სადაც დემოკრატიის სივრცე უბრალოდ არ არსებობს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის გასაფართოებლად და არა პირიქით.

ეს ცვლილებები კი, რომელიც ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე დაჩქარებული წესით მიიღეს, არ შეესაბამება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც აქ, პრეზიდენტის თანდასწრებით გავაფორმეთ. ცხადია, მიმაჩნია, რომ სწორი იქნება პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია.

ჩვენ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვნახეთ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი შეფასებები. ამასთან, პრეზიდენტს აქამდე ვეტოს უფლება არ გამოუყენებია, ამიტომ თუ ის ჩათვლის, რომ ამ უფლების გამოყენება დემოკრატიის ინტერესებშია, მე ამას მხოლოდ მივესალმები. თუ რამე ცვლილებების ინიცირება უნდა "ქართულ ოცნებას", მიმაჩნია, რომ ეს ხელმეორედ უნდა გააკეთოს, უნდა წარიმართოს ცვლილებები ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, ფართო საზოგადოებრივი და ოპოზიციის თანამონაწილეობის პირობებში",- განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება.

დღის განმავლობაში პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში ის შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სალომე სამადაშვილი - კონსტიტუციით, ყველაზე სწრაფი გზა „ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეჩერების, არის ვეტოს დადება

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში პარლამენტის განხორციელებულ ცვლილებებს ვეტო უნდა დაადოს.

როგორც სამადაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, პროცესის შეჩერება ახლა მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია.

"პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა გამოიყენოს თუ არა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. შეხვედრა იმართება პრეზიდენტის ინიციატივით. მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები,რომელიც ძალიან ნაჩქარევად, ფარულად მიიღო მმართველმა უმრავლესობამ, რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის და ფაქტიურად შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების სივრცეს, ნებისმიერი მექანიზმით უნდა შევაჩეროთ. კონსტიტუციით ყველაზე სწრაფი გზა ამის შეჩერების არის სწორედ ვეტოს დადება. ცხადია, გავაცნობ პრეზიდენტს ჩემს ხედვას. სხვა ქვეყნების გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით აჩვენებს, რომ მსგავს ხერხს, საშუალებებს პროტესტის ჩასახშობად მიმართავენ ის ქვეყნები, სადაც დემოკრატიის სივრცე უბრალოდ არ არსებობს. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის გასაფართოებლად და არა პირიქით.

ეს ცვლილებები კი, რომელიც ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე დაჩქარებული წესით მიიღეს, არ შეესაბამება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც აქ, პრეზიდენტის თანდასწრებით გავაფორმეთ. ცხადია, მიმაჩნია, რომ სწორი იქნება პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია.

ჩვენ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით ვნახეთ საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი შეფასებები. ამასთან, პრეზიდენტს აქამდე ვეტოს უფლება არ გამოუყენებია, ამიტომ თუ ის ჩათვლის, რომ ამ უფლების გამოყენება დემოკრატიის ინტერესებშია, მე ამას მხოლოდ მივესალმები. თუ რამე ცვლილებების ინიცირება უნდა "ქართულ ოცნებას", მიმაჩნია, რომ ეს ხელმეორედ უნდა გააკეთოს, უნდა წარიმართოს ცვლილებები ყველა შესაბამისი პროცედურის დაცვით, ფართო საზოგადოებრივი და ოპოზიციის თანამონაწილეობის პირობებში",- განაცხადა სამადაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

შეხვედრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ინდივიდუალურ რეჟიმში იმართება.

დღის განმავლობაში პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერი პოლიტიკური პარტიის ლიდერებს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში ის შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას