მიხეილ სარჯველაძე - ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი ფორმებით, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით თანამედროვეობის ღირებულებებთან არცთუ თავსებადია

ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი რადიკალური ფორმებით, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით თანამედროვეობის ღირებულებებთან არცთუ თავსებადია,- ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლის განცხადებას.

მისი თქმით, ვასაძის განცხადებები შესაძლოა მის პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით გარკვეულ კითხვებს აჩენდეს.

„ზოგადად, პარტიას უნდა ახასითებდეს დეკლარირებული მიზნები, პოლიტიკური პლატფორმა, რომელსაც ემხრობა და ა.შ. კონკრეტული პიროვნების მიმართ განწყობა შეიძლება ვერ ასახავდეს სრულად პარტიის მიმართ დამოკიდებულებას, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბატონი ვასაძის განცხადებები ხშირად გამოირჩეოდა ისეთი რადიკალური ფორმებით, რომელიც ადამიანის უფლებების მიმართულებით არცთუ თავსებადია თანამედროვეობის ღირებულებებთან. შესაბამისად, ეს პრობლემა შეიძლება ნამდვილად გარკვეულ კითხვებს აჩენდეს პოლიტიკურ მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით,"- განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება ვასაძის პრორუსულობას, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამ მხრივ პოლიტიკური პარტიის პლატფორმა და ხედვა როგორია, არ იცის, პიროვნებას ვერ შეაფასებს. თუმცა, როგორც აღნიშნავს, "მათი აზრები რომ განსხვავებულია, ფაქტია".

"ევროპული მომავალი არის ერთადერთი და უალტერნატივო გზა საქართველოსთვის. ამაზე მე პირადად განსხვავებული აზრის მოსმენის საჭიროებასაც ვერ ვხედავ. არაერთხელ განხილული თემაა. ყველას აქვს უფლება გამოხატოს განსხვავებული აზრი, მაგრამ მე პირადად არ მაქვს მიმღებლობა, რომ ამ მოსაზრებებს რამენაირად დავეთანხმო,"- განაცხადა სარჯველაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა