ლევან იოსელიანი - გიორგი მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ვნახეთ, სადამდეც მივიდა

პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისთანავე გამოჩნდა, რომ მას „ქართული ოცნების“ პოლიტიკისგან განხვავებული მიდგომები აქვს - ის დაადგება გზას, როცა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს მოირგებს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

„პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებების რევიზია დაიწყო. რევიზია დაიწყო იმით, რომ პოლიტიკოსები დაიბარა და ჰკითხა, რანდენად სწორად მიაჩნიათ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა.

იოსელიანის თქმით, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილ ცვლილბებზე აშშ-ს საელჩოს განცხადების შემდეგ და პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას“ უკან დახევა და მიღებული ცვლილებების გადახედვა მოუწევს.

იოსელიანმა აქვე აღნიშნა ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილის წინამორბედმა “გიორგი მარგველაშვილმაც ვეტოებით დაიწყო და ვნახეთ, სადამდეც მივიდა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა