პრეზიდენტი “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მამუკა მდინარაძეს და მიხეილ სარჯველაძეს შეხვდება

პრეზიდენტი დღეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდება. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან 15.00 საათზეა დაგეგმილი.

შეხვედრაზე, სავარაუდოდ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებებს განიხილავენ.

მანამდე პრეზიდენტი შეხვდა "გირჩის", "მოქალაქეების", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებს, ასევე დეპუტატ სალომე სამადაშვილს. პრეზიდენტმა მათგან „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით არგუმენტები მოისმინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო