დავით ჭიჭინაძე - ჩვეულებრივი ტყვეებით ვაჭრობა გამართა „ოცნებამ“, მერე დაჭერა-გათავისუფლებით დაიწყო მოგვარება

ჩვეულებრივი ტყვეებით ვაჭრობა გამართა „ოცნებამ“, მერე დაჭერა-გათავისუფლებით დაიწყო მოგვარება,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის განმარტებით, ნიკა მელია ღირსეულად და გამარჯვებული გამოვა ციხიდან.

„ამათ მგონი მართლა დაიჯერეს, თვითონ რომ დადიოდნენ მოლაპარაკებებზე, მათი დამსახურებაა ის რეალობა რაც ახლა გვაქვს. ჩვეულებრივი ტყვეებით ვაჭრობა გამართა „ოცნებამ“, მერე დაჭერა-გათავისუფლებით დაიწყო მოგვარება და ხელმომწერი ოპოზიცია ჩვენ გვამუნათებს გავიმარჯვეთო. ერთი ადამიანის ხუშტურს გადააყოლა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის რეპუტაცია და რომ არა ჯერ ნიკა მელია და მერე ოპოზიციის ბოიკოტი, მოსალაპარაკებლადაც არავინ ჩამოვიოდა. ახლა კი, როდესაც ახალი ტიპის ლიდერი ყალიბდება, რეალურად დგება ცვლილებების შანსი, თავისი ძლივსმოპოვებული ტორტის ნაჭრის დაკარგვის ისე შეეშინდათ ზოგიერთება, პირდაპირ ჩაერთვნენ „ქართული ოცნების“ თამაშში. მოკლედ, უღირსი ადამიანი, ღირსებისთვის ბრძოლას ვერასოდეს გაიგებს“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა