გიორგი ხოჯევანიშვილი - რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოხდა მერის მოადგილეებზე ზეწოლა, ამ მეთოდებით ფაქტიურად პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული

ფაქტიურად, პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით,- ამის შესახებ უმრავლესობიდან გასულმა დეპუტატმა, გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გორსა და ხაშურში მერის მოადგილეების მხრიდან თანამდებობების დატოვებას გამოეხმაურა.

როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა აღნიშნა, მათზე მიმდინარეობდა ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით. მისივე თქმით, პროცესები დაწყებულია სხვა მუნიციპალიტეტებშიც და ის ორკესტრირებულ ხასიათს ატარებს.

კითხვაზე, რას ნიშნავს ეს პროცესები „ქართული ოცნებისთვის“, ხოჯევანიშვილი აღნიშნავს, რომ ესაა "დასარულის დასაწყისი".

"რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოხდა მერის მოადგილეებზე ზეწოლა, ზეწოლა ხდებოდა ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოთხოვნა თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ „ქართული ოცნება“ ებრძოდა, მაგრამ დღეს ამ მეთოდებით ფაქტიურად პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით. ეს იყო ორკესტრირებული მოწოდება და ზეწოლა ცენტრალური პარტიის მხრიდან, მთავრობის მხრიდან. მერების მხრიდან იყო უშუალოდ ამ ადამიანებზე ზეწოლა. მე მომაწოდეს ახლა ინფორმაცია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის დაწყებული ეს პროცესი.

დაწყებულია ის პროცესი, რომელიც არის სინქრონული, ორკესტრირებული პროცესი და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ მოხდა ერთ, არამედ მოხდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში,"- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგოს უმრავლესობა, ხოჯევანიშვილი პასუხობს - "რა თქმა უნდა, შესაძლებელია".

კითხვაზე ამ ადამიანებს, ვინც თანამდებობები დატოვეს, მათ გუნდში ვიხილავთ თუ არა, ხოჯევანიშვილი პასუხობს, რომ მათთან ამ საკითხზე ისაუბრებენ და "მთავარია, რომ მათთან აქვთ თანამოაზრეობა".

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, გორის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ თანამდებობების დატოვებაზე განცხადება გააკეთა. ისინი გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან. თანამდებობა დატოვა ასევე ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ. ზურაბ როსებაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მას გუშინ შეხვდა და სთხოვა, რომ პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დაეწერა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა