ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსის მხოლოდ ის რეგულაციები განიხილება, რომელიც მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს

იმ პროცესის ფარგლებში, რაც საარჩევნო რეფორმას უკავშირდება, საარჩევნო კოდექსის მხოლოდ ის რეგულაციები განიხილება, რომელიც მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციები საკომიტეტო და პლენალურ განხილვის ფარგლებში გაგრძელდება.

„იმ პროცესის ფარგლებში, რაც უკავშირდება საარჩევნო რეფორმას, განიხილება საარჩევნო კოდექსის მხოლოდ ის რეგულაციები, რომელიც გამომდინარეობს მიშელის შეთანხმებიდან. ამ ნაწილში ჩვენ გვექნება შემდგომი კონსულტაციები, გაგრძელდება კონსულტაციები საკომიტეტო და პლენარული განხილვის ფარგლებში და იქ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომელიც არის დაკავშირებული საარჩევნო კოდექსთან, აქ არის საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ოპოზიციის წარმომადგენლობა სამივე დონეზე კომისიებში. 8 ოპოზიციურ პარტიას ეყოლება 8 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში, გარდა ამისა, მინიმუმ 10 % საარჩევნო უბნების გადაითვლება ავტომატურ რეჟიმში შემთხვევითი შერჩევითი პრინციპით, შემოღებული იქნება 100 მეტრიანი რადიუსი. იცვლება საარჩევნო სისტემა თვითმმართველობის არჩევნებისთვის, კერძოდ, იცვლება პროპორციები და ა. შ. ეს არის ფუნდამენტური ცვლილებები , რომელიც განხორციელდება“ , - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
გოგა მელიქიძე - საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ზრდას განაგრძობს
კახა ოქრიაშვილი - „ყაველაშვილის ტრიო“ მომავალში მრავალი პოლიტიკური ტრიუკისთვის იქნება გამოყენებული
„ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში“ დოკერისა და მძღოლ-ოპერატორების კურსებზე პრაქტიკულ სწავლებას 40-ზე მეტი პირი გადის
„ონისი“ - 3 მეგობრის მიერ დაწყებული გემრიელი ბიზნესი
კარდიოასმაგნე - გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა
„ლიბერთი“ მასწავლებელთა პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
მელიქიშვილის 10 ნომერში სასტუმრო ”რამადა თბილისი” გაიხსნა
სს „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორად ბექა გოგიჩაიშვილი დაინიშნა
"არქი" ოქროს ბრენდის გამარჯვებული გახდა
ისტორიული დღე ვატიკანში - პირველად, სიქსტის კაპელაში, ქართული გალობა გაისმა