გეოგრაფიული აღნიშვნების უფლებების აღსრულებისა და ბაზრის კონტროლის საკითხებზე შეხვედრა იმართება

გეოგრაფიული აღნიშვნების უფლებების აღსრულებისა და ბაზრის კონტროლის საკითხებზე საქართველოს პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა იმართება.

„საქპატენტის“ ინფორმაციით, ტრენინგი მიზნად ისახავს აღმასრულებელი უწყებების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას გეოგრაფიული აღნიშვნების უფლებების აღსრულებისთვის გამოძიების, მონიტორინგის, ინსპექტირების ღონისძიებების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების დასანერგად.

„ღონისძება, რომელიც იმართება საჯარო სამსახურების დაძმობილების (Twinning) პროექტის ,,საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და კონტროლის სისტემის ეფექტური დანერგვა“ ფარგლებში, შესაძლებლობას იძლევა წამყვანი ქვეყნების, საფრანგეთისა და იტალიის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით, შეიქმნას ისეთი ადმინისტრაციული და ინსტიტუციონალური მექანიზმები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის სისტემას, ასევე ხელს შეუწყობს ამ სფეროში ეროვნული ინსტიტუტების კომპეტენციის გაზრდასა და ცოდნის გაღრმავებას. შეხვედრა სასტუმროში „რედისონ ქოლექშენი, წინანდლის მამული“ სამ დღეს გაგრძელდება და მოხსენებით წარსდგებიან იტალიის რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის დაცვისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალური ინსპექტორატის თანამშრომლები და ინსპექტორები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ხელმძღვანელი პირები, რომლებიც განიხილავენ აღმასრულებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმებს, ასევე, უფლებების აღსრულების მიმართულებით თანამედროვე მიდგომებსა და ეფექტურ მეთოდებს.

Twinning-ის პროექტი „საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და კონტროლის ეფექტური სისტემის დანერგვა“ მე-3 წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების სისტემის განვითარების ხელშეწყობას და ევროკავშირში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემასთან ჰარმონიზებას. პროექტის მთავარი ბენეფიციარია საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი”,- აღნიშნავენ „საქპატენტში”

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა