უმრავლესობის წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

უმრავლესობის წევრებსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრას მმართველი გუნდიდან ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი და შალვა პაპუაშვილი ესწრებიან, ხოლო ოპოზიციიდან შეხვედრაზე იმყოფებიან: „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე, „მოქალაქეების“ წევრი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი.

როგორც გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, დარჩა საკითხები, რაზეც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე მხარეებმა მსჯელობა უნდა განაგრძონ. შეჯერებული დოკუმენტი კი ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში გადაეგზავნება.

ერთ-ერთი საკითხი, რაც დღევანდელ შეხვედრაზე უნდა განიხილონ, ცესკო-ში წარმომადგენლის ყოლას ეხება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს