მსჯავრდებულები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების მიერ გადამზადდებიან

მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისათვის - №5, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრები სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ხელშეწყობით გადამზადდებიან. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში 70-ზე მეტი მსჯავრდებული ორი თვის განმავლობაში ინფორმაციული წიგნიერების, კომუნიკაციისა და მართვის მოწმობის კურსის თეორიულ ნაწილს გაივლის.

როგორც უწყების პრესსამსახურში აღნიშნავენ, №16 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გაეცნენ.

„მინისტრის მოადგილეები სწავლების მონაწილეებს გაესაუბრნენ და პატიმრების მიერ დამზადებული ტყავისა და ხის ნივთები, აგრეთვე სამკერვალოში დამზადებული სხვა ნამუშევრები დაათვალიერეს.

პატიმართა გადამზადების პროექტი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

პროცესში მონაწილეობენ კოლეჯი „იბერია“, „იკაროსი “, „მოდუსი “ და ,,გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი.“ №16 დაწესებულებაში არსებული სასწავლო ოთახები, კი სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობითა და დახმარებით, მოეწყო და აღიჭურვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა