ირაკლი ხმალაძე - ძველი გენგეგმისგან განსხვავებით, ახალი გენერალური გეგმით, 4 მლნ კვადრატული მეტრით მეტ ტერიტორიას მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი

ძველი გენერალური გეგმისგან განსხვავებით, ახალი გენერალური გეგმით, 4 მილიონი კვადრატული მეტრით მეტ ტერიტორიას მიენიჭა მწვანე სივრცის სტატუსი,- ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფართობით ნაკლები ტერიტორია განაშენიანდება ქალაქში და ამ ფართობით მეტი მწვანე სივრცე ექნება ქალაქს.

„საპარკო არეალები, სრულიად ახალი არეალები, რომელიც გენერალური გემით არის განსაზღვრული, ეს არის საქალაქო პარკი „მტკვრის ჭალებში“ - 135 ჰექტარი, „დირსი ჭალის“ პარკი - 11 ჰექტარი, „ვაზისუბნის პარკი“ - 25 ჰექტარი, „დიღმის ჭალების“ პარკი - 15 ჰექტარი და „ზღვის უბნის“ პარკი - 24 ჰექტარი. ცხადია, ამ პროექტების განხორციელებას საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები სჭირდება. შესაბამისად, ეს მუნიციპალიტეტმა ეტაპობრივად უნდა განახორციელოს. ჩვენ ამ პროექტების ნაწილი დაწყებული გვაქვს. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა, ეს არის 1400 ჰექტარი ტერიტორია. ეს არის მწვანე სივრცე, რომელიც დაჰყურებს თბილისს, რომელიც დავიცავით მომავალში განაშენიანებისგან. ძველი გენერალური გეგმისგან განსხვავებით ახალი გენერალური გეგმით, 140 მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიას დაედო სატყეო ზონა. ეს არის ტყით დაფარული ტერიტორიები, რომელიც არ წარმოადგენს მკაცრი რეგულირების ფუნქციურ ზონას, სადაც დაუშვებელია ყოველგვარი ტიპის მშენებლობა“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება