ჩაის მეორე საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქართული და აზერბაიჯანული ჩაის სექტორების განხილვას დაეთმო

ჩაის მეორე საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქართული და აზერბაიჯანული ჩაის სექტორების განხილვას დაეთმო.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ღონისძიებას მრგვალი მაგიდის ფორმატში ონლაინ უმასპინძლეს. ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანსა და საქართველოში მაღალი ხარისხისა და კატეგორიის ჩაის წარმოების პოტენციალზე. შეხვედრაზე ორივე ქვეყნის ჩაის სექტორების შესახებ განხორციელებული კვლევების შედეგები გასაჯაროვდა, მათ შორის, სექტორის მდგრადი განვითარების შესაძლებლობები.

მათივე ცნობით, ვლადიმერ რახმანინმა, FAO-ს გენერალური დირექტორის თანაშემწემ და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონულმა წარმომადგენელმა, კავკასიაში ჩაის კულტურული მნიშვნელობისა და საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაის წარმოების ტრადიციების შესახებ ისაუბრა.

“აზერბაიჯანსა და საქართველოს ჩაის წარმოების საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვთ. ამ მემკვიდრეობის შენარჩუნება და ჩაის უნიკალური თვისებების პოპულარიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ხარისხის გაუმჯობესება მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე”, - განაცხადა ვლადიმერ რახმანინმა.

შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვოიტეკ ბონიასზუკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და თურქეთში აგრობიზნესის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ”საერთაშორისო ბაზარზე ჩაის მძლავრი კონკურენტული გარემოს მიუხედავად, მეურნეობისა და გადამუშავების დონეზე ცოდნასა და ტექნოლოგიაში სწორი ინვესტირებით, აზერბაიჯანული და ქართული ჩაი შესაძლებელია, ხარისხისა და მდგრადობის აღიარებული სიმბოლო გახდეს”

მათივე ცნობით, ღონისძიებას 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, სამთავრობო უწყებების, კვლევითი ინსტიტუტების, ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, აგრეთვე აზერბაიჯანული და ქართული ჩაის მწარმოებლები.

„ერთ დროს აყვავებული სექტორის კვლავ გამოცოცხლება. აზერბაიჯანი და საქართველო უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ჩაის მწარმოებელი რეგიონის ნაწილია. გასული საუკუნის 80-იან წლებში, ორივე ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირის უდიდეს ნაწილს ამარაგებდა ჩაით. იმ დროისთვის, საბჭოთა კავშირი მსოფლიოში რიგით მეოთხე ადგილს იკავებდა ჩაის მწარმოებელ ქვეყნებს შორის, ინდოეთის, ჩინეთისა და შრი-ლანკას შემდეგ.

მიუხედავად ამისა, 1990-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლამ ორივე ქვეყნის ჩაის სექტორის მკვეთრი ჩამოშლა გამოიწვია. დღეს, საერთო წარმოებით, რაც დაახლოებით 3000 ტონაა, ისინი წარმოადგენენ გლობალური ჩაის წარმოების 0,05 პროცენტს.

დღეს, ქართული და აზერბაიჯანული ჩაისადმი ინტერესი იზრდება. ბოლო წლების განმავლობაში, ორივე ქვეყნის მთავრობამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა ჩაის სექტორის ასაღორძინებლად. 2018 წელს, აზერბაიჯანში დამტკიცდა განვითარების პროგრამა, რომლის თანახმადაც 2027 წლისთვის ჩაის პლანტაციების რაოდენობა 3000 ჰექტარამდე და წლიური წარმოება 8500 ტონამდე გაიზრდება - რაც რვაჯერ მეტია 2018 წელთან შედარებით.

2016 წელს საქართველოში მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 7000 ჰექტარზე არსებული და მიტოვებული პლანტაციის რეაბილიტაციას, უახლოესი წლების განმავლობაში.

ქართული და აზერბაიჯანული ჩაის უნიკალური თვისებები:

მაღალი კატეგორიის ჩაიზე მოთხოვნა, როგორც ადგილობრივ, ისე მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ მზარდია.

აზერბაიჯანელი ხალხი ჩაის მაღალი მოხმარებით გამოირჩევა, ერთ სულ მოსახლეზე 2 კილოგრამზე მეტ ჩაის მოიხმარენ და ამით ადგილს იკავებენ ისეთ წამყვან ჩაის მომხმარებელ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და მაროკო.

აზერბაიჯანული და ქართული ჩაი გამოირჩევა უნიკალური თვისებებით, რაც განპირობებულია ჩაის წარმოების რეგიონის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობითა და კასპიისა და შავი ზღვის სანაპიროებისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობებით. აქაურ ჩაის ნაყენს აქვს გამჭირვალე შეფერილობა და მისი წარმოება შესაძლებელია თითქმის ნულოვანი ქიმიკატების გამოყენებით, რაც ქმნის ორგანული პროდუქტის წარმოების საინტერესო შესაძლებლობებს ორივე ქვეყანაში. საერთაშორისო ბაზარზე ქართულ და აზერბაიჯანულ ჩაის უპირატესობას ანიჭებენ ის მომხმარებლები, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობასა და ეკოლოგიას“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც FAO-ს საინვესტიციო ცენტრის დირექტორმა მუჰამედ მანსოურმა შეხვედრაზე განაცხადა მდგრადი და პერსპექტიული მიდგომა, პოტენციური რისკების გათვალისწინებით, მათ შორის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, არის მთავარი ფაქტორი აზერბაიჯანისა და საქართველოს ჩაის სექტორების წარმატებული განვითარებისათვის.

როგორც FAO-ში აღნიშნავენ, როგორც წესი, ტემპერატურის და ნალექების მატება იწვევს ახალი მავნებლების გავრცელებას, რაც ქმნის პესტიციდების გამოყენების და ნიადაგის მორწყვის აუცილებლობას, რისი საჭიროებაც ამჟამად არ დგას.

„როგორც ახლახანს გამოქვეყნებული FAO-EBRD-ს კვლევებიდან ჩანს, ქართული და აზერბაიჯანული ჩაის მწარმოებლებს აქვთ პოტენციალი ისარგებლონ უკვე არსებული დადებითი რეპუტაციით, რომელიც აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მეზობელ ქვეყნებში, შესაბამისად, სათანადო მხარდაჭერით, დაიკავონ მეტი სივრცე საერთაშორისო ბაზარზე“,- აღნიშნავენ FAO-ში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება