ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი განცხადებას ავრცელებს

მჯერა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხარისხის გაძლიერების პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქტიურად ისმოდეს საადვოკატო პროფესიის წარმომადგენელთა ხმა, - ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ადვოკატთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში რეფორმების კონკრეტულ გეგმას წარადგენს, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარებაში.

„ჯერ კიდევ 2019 წელს, ადვოკატთა ასოციაციის წევრთა საერთო კრებამ მიიღო რეზოლუცია, სადაც ცალსახად აღინიშნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა მონაწილეობის მნიშვნელობის თაობაზე.

მჯერა, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და მართლმსაჯულების ხარისხის გაძლიერების პროცესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აქტიურად ისმოდეს საადვოკატო პროფესიის წარმომადგენელთა ხმა.

მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო რეფორმის ამ პოსტ-EU სამედიაციო შეთანხმების ეტაპზე, საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინოს მართლმსაჯულების სისტემაში ადვოკატთა ასოციაციის განსაკუთრებული როლი და ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შერჩევა არ გადაიქცეს მხოლოდ პოლიტიკოსთა მოლაპარაკება/შეთანხმებების პროცესად, არამედ აქცენტი გაკეთდეს იურიდიული პროფესიის მიუკერძოებელ და მაღალი რეპუტაციის წარმომადგენლებზე.

დამოუკიდებელი და ხარისხიანი მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობის სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ადვოკატთა ასოციაცია უახლოეს პერიოდში წარმოადგენს რეფორმების კონკრეტულ გეგმას, რომელიც დარწმუნებული ვარ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ხალხზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს