მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელთან დაკავშირებით პრემიერი გადადგა, ამან „ქართული ოცნების“ იმიჯი ძალიან დააზიანა

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, მისი პრემიერ-მინისტრი გადადგა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელთან დაკავშირებით, თან რეალური არგუმენტი არ არსებობდა. ამან „ქართული ოცნების“ იმიჯი ძალიან დააზიანა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ირაკლი კობახიძის კომენტარი შეაფასა ყოფილი-პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გიორგი გახარიას გუნდსა და „ქართულ ოცნებას“ შორის არანაირი გარიგება არ არსებობს.

„მხოლოდ ფაქტს შევხედოთ, „ქართული ოცნების“ ხელისფულების პირობებში, მისი პრემიერ-მინისტრი გადადგა „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელთან დაკავშირებით, თან რეალური არგუმენტი არ არსებობდა. ეს „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან მძიმე, ცუდი გადაწყვეტილება იყო, ამან „ქართული ოცნების“ იმიჯი ძალიან დააზიანა.

დღეს, ვიღაცები დადიან და ამბობენ, რომ თითქოს, ეს არის გარიგებული და შეთანხმებული პროექტი ხან ბიძინა ივანიშვილთან, ხან „ქართულ ოცნებასთან“. თუ უნდა იმ ხალხს ოპოზიციონერობა, წავიდნენ და მიაღწიონ წარმატებას სიმართლით და არა „ქართული ოცნების“ ხარჯზე.

შეიძლება ტყუილს მდაბიო არ დავარქვათ, თავის საქმე თვითონ იციან, მაგრამ როდესაც შენ ცდილობ პარაზიტობას რომელიმე პარტიის ინტერესებზე და ხმებზე, არ არის კარგი საქციელი.

მაშინ ღიად უნდა დააფიქსირონ, რომ არანაირი გარიგება არ არის, ეს არის ტყული იმისთვის რომ ვიღაცამ დაიჯეროს, „ქართული ოცნების“ განაყოფებია და ხმების ნაწილი წაიღოს. გამოჩნდება ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მოკლეფეხებიანი გამოჩნდება ეს ტყული. ამას არავის ვურჩევდი“,-აღნიშნავს მდინარაძე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერ-მინსიტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს „ზურგში დანა დაარტყა, რაც მძიმე ნაბიჯი იყო მისი მხრიდან“. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გიორგი გახარიამ 17-18 თებერვალს „ფართო გაგებით მოიტყუა“.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. მისივე განმარტებით, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს