ნიკა მელია - შეხვედრებზე მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, რომელიც გულისხმობს, რა გეგმით ვუპირისპირებთ რეჟიმს, რომელმაც საკუთარი რესურსი ამოწურა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე საპარლამენტო საქმიანობასთან დაკავშირებით ენმ-ს მიერ მისაღები გადაწყვეტილების გარდა, სხვა, კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მიმდინარეობს მსჯელობა.

როგორც მელიამ გორში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, აღნიშნული ტიპის შეხვედრების გარეშე, გუნდი საერთო სტრატეგიაზე ვერ და არსად ყალიბდება.

,,გრძელდება შეხვედრები, ყველა საკითხი არის ერთიმეორეზე მნიშვნელოვანი და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა. აქ არ ეხება საქმე მხოლოდ ერთ საკითხს, იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს მომავალში ,,ნაციონალური მოძრაობა", სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხებს ვეხებით, რომელიც გულისხმობს შემდეგს - რას და რა გეგმით ვუპირისპირებთ რეჟიმს, რომელმაც ამოწურა საკუთარი რესურსი. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაგებიც არის ყველასთვის, რომ ამ ტიპის შეხვედრების გარეშე, გუნდი საერთო სტრატეგიაზე ვერ და არსად ყალიბდება. ისინი, ვისაც აქვთ გადაწყვეტილი, რომ გუნდურად იასპარეზონ, ერთმანეთთან კომუნიკაციის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებენ. დღეს მაქვს შესაძლებლობა გორში, რომ თანაგუნდელებს ვესაუბრო და მივიღოთ გადაწყვეტილება არა ერთ, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე", - განაცხადა ნიკა მელიამ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა