ლელა ქებურია - „ქართული ოცნება“ ცდილობს 20 ივნისის სისხლიანი ღამე ჩამოირეცხოს

„ქართული ოცნება“ ცდილობს 20 ივნისის სისხლიანი ღამე ჩამოირეცხოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლელა ქებურიამ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ის სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ ოპოზიცია აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში „სუსტად არის ჩათრეული“.

„ამნისტიის კანონპროექტი პოლიტიკური დევნის შეწყვეტას გულისხმობდა, თუმცა, „ქართული ოცნება“ წარმოდგენილი კანონპროექტით ცდილობს, გააიგივოს ერთი მხრივ, ნიკა მელია, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პატრნიორების მიერ ფაქტობრივად აღიარებულია პოლიტპატიმრად და დაზარალებულები, რომლებსაც თვალები დასთხარეს, მეორე მხრივ, მოძალადეები, რომლებიც ამ ძალადობის შემოქმედი იყვნენ, გააიგივოს და ერთ კონტექსტში განიხილოს. შესაბამისად, ის ცდილობს, 20 ივნისის სისხლიანი ღამე ჩამოირეცხოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ამ კანონპროექტის განხილვაში ასე სუსტად არის ჩათრეული“, - განაცხადა ქებურიამ.

ცნობისთვის, 19-20 ივნისის მოვლენებზე „ამნისტიის შესახებ“ მმართველი გუნდის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ ინიცირებული 2 დამოუკიდებელი დოკუმენტი გუშინ ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. ორივე კომიტეტმა ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის პროექტს დაუჭირა მხარი, შესაბამისად, ოპოზიციის ალტერნატიულმა პროექტმა, რომელიც შალვა შავგულიძემ წარადგინა, კომიტეტების მხარდაჭერა ვერ მიიღო. ორივე დოკუმენტი 25 მაისს ბიუროს სხდომაზე გავა, სადაც განისაზღვრება, როდის მოხდება მათი განხილვა პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო