შალვა პაპუაშვილი - 19 აპრილის შეთანხმების შედეგებს ვერ მიიღებს ვერავინ, ვინც არ არის შეთანხმების მონაწილე, თუ ისინი არ აწერენ ხელს, ჩვენ არ ავწევთ ხელს

თუ ისინი არ აწერენ ხელს, ჩვენ არ ავწევთ ხელს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ნაციონალური მოძრაობა“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე შედეგებს ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე ვერ მიიღებს.

„ჩვენ ხაზგასმით ვამბობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ორი გზა დარჩენილი - ცუდი და უარესი. შესაბამისად, არც ეს გზა არის მისთვის კარგი, რაც აირჩიეს - შემოდიან პარლამენტში ისე, რომ შთანხმებას ხელს არ აწერენ. ამით აღიარებენ საკუთარ მარცხს, მეორე მხრივ, თითქოს არ ურიგდებიან ამ მარცხს. გარწმუნებთ, 19 აპრილის შეთანხმებასაც საბოლოო ჯამში ხელს მოაწერენ და ამ სიტყვასაც ისევე გატეხენ, როგორც სხვა დანარჩენი გატეხეს. მათ აქვთ მანდატი და შეუძლიათ რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ინსტრუმენტით ისარგებლონ - იქნებიან კომიტეტის წევრები, შესაბამისად, დაესწრებიან სხდომებს. რაც შეეხება 19 აპრილის შეთანხმებიდან კონკრეტულად გამომდინარე შედეგებს, ამ შედეგებს ვერ მიიღებს ვერავინ, ვინც არ არის შეთანხმების მონაწილე. თუ ისინი არ აწერენ ხელს, ჩვენ არ ავწევთ ხელს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“