ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია ზურაბ ჯაფარიძეს, ხათუნა სამნიძეს და დავით ბაქრაძეს ხვდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებს, დელეგაციას "გირჩი - მეტი თავისუფლება" და უფრაქციო დეპუტატები ხათუნა სამნიძე და დავით ბაქრაძე ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეს უფრო მეტად ყურადღება გამახვილდება პრობლემებზე და იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს მათ მოსაგვარებლად.

მისივე თქმით, ჯერჯერობით სასამართლოს და საარჩევნო პრობლემები მძაფრად რჩება.

"მიშელის დოკუმენტში ასახული სამი მთავარი საკითხი პირდაპირ შედის ევროპის საბჭოს ასამბლეის კომპეტენციაში. ეს არის საქართველოში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, სასამართლოს და საარჩევნო რეფორმა. წლებია, სამივე ამ საკითხზე უკვე ევროპის საბჭო მუშაობს. ეს არის სამი გადამწყვეტი საკითხი იმისთვის, თუ როგორი პოლიტიკური კლიმატი იქნება საქართველოში, როგორ შევხვდებით მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს. დოკუმენტის შესრულების შეფასება ჯერ ძალიან ადრეა, რადგან პრაქტიკულად, არ არის საბოლოო სახით შემუშავებული არც ერთი კანონპროექტი, რომელმაც რეალობაში უნდა ასახოს შარლ მიშელის შეთანხმება,"- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისათვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია ვიზიტის მეორე დღეს შევედრებს საპარლამენტო ოპოზიციასთან მართავს. გუშინ დელეგაციის წევრები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს. დელეგაცია საქართველოში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება, ამ ხნის განმავლობაში ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია ზურაბ ჯაფარიძეს, ხათუნა სამნიძეს და დავით ბაქრაძეს ხვდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებს, დელეგაციას "გირჩი - მეტი თავისუფლება" და უფრაქციო დეპუტატები ხათუნა სამნიძე და დავით ბაქრაძე ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეს უფრო მეტად ყურადღება გამახვილდება პრობლემებზე და იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს მათ მოსაგვარებლად.

მისივე თქმით, ჯერჯერობით სასამართლოს და საარჩევნო პრობლემები მძაფრად რჩება.

"მიშელის დოკუმენტში ასახული სამი მთავარი საკითხი პირდაპირ შედის ევროპის საბჭოს ასამბლეის კომპეტენციაში. ეს არის საქართველოში პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, სასამართლოს და საარჩევნო რეფორმა. წლებია, სამივე ამ საკითხზე უკვე ევროპის საბჭო მუშაობს. ეს არის სამი გადამწყვეტი საკითხი იმისთვის, თუ როგორი პოლიტიკური კლიმატი იქნება საქართველოში, როგორ შევხვდებით მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს. დოკუმენტის შესრულების შეფასება ჯერ ძალიან ადრეა, რადგან პრაქტიკულად, არ არის საბოლოო სახით შემუშავებული არც ერთი კანონპროექტი, რომელმაც რეალობაში უნდა ასახოს შარლ მიშელის შეთანხმება,"- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისათვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია ვიზიტის მეორე დღეს შევედრებს საპარლამენტო ოპოზიციასთან მართავს. გუშინ დელეგაციის წევრები შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს. დელეგაცია საქართველოში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება, ამ ხნის განმავლობაში ისინი საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რის შემდეგაც ქვეყნის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო