გიორგი ვაშაძე - ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფს ნინოწმინდის პანსიონატზე ინფორმაცია მივაწოდეთ

ევროპის საბჭოს მონიტორინგის ჯგუფს ნინოწმინდის პანსიონატზე ინფორმაცია მივაწოდეთ - თუ რაიმე ძალაყინია, რომელიც “ქართულ ოცნებაზე” მოქმედებს, ეს ძალაყინია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უხერხულია, რომ ყველა საკითხის მოგვარებაში ქვეყანას პარტნიორების დახმარება სჭირდება, თუმცა, ამის საჭიროება "ქართული ოცნების" მმართველობის გამო დგას.

"სამი შვილი მყავს და შოკში ვარ. ამაზე რა თქმა უნდა, რეაქცია იყო და ეს აისახება ადამიანის უფლებების კუთხით. "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრაზე მინიმუმ ამაზე აუცილებლად ექნებათ საუბარი. სახელმწიფო დუმს, რადგან "ქართულ ოცნებას" სურს, რელიგიის სააფარქვეშ ხმები მიიღოს, არ დაუპირისპირდეს მამაოს, რომელიც ასეთ საქმეს აკეთებს. არა მხოლოდ ეშინია, არამედ სპეკულირებს, ვითომ, ქრისტიანული სარწმუნოებით საარჩევნოდ. ეს არ არის ქრისტიანული სარწმუნოება და რელიგიური რწმენა, რითაც უნდა ვცხოვრობდეთ. ეს არის ამორალური, არარელიგიური, არაადამიანური. დღეს, ამ თემაზე სენატორებთანაც ვისაუბრებთ", - განაცხადა ვაშაძემ.

შგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამოძიება სავარაუდო ძალადობის სამ და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე მიმდინარეობს.

სახალხო დამცველმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

როგორც ომბუსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს