14.07.2025 / 09:02
გიგი უგულავა - ძალიან გაუტკბათ ამათ „ამნისტიების ჩადება“, მიქარავენ, დაგიჭერენ, ბრალს წაგიყენებენ და მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს, არანაირი ამნისტია არ მინდა!

არ მინდა არანაირი ამნისტია და არ მივიღებ არანაირ ამნისტიას, რადგან ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც უგულავამ პროცესის დასრულების შემდეგ განმარტა, ხელისუფლებას ,,ამნისტიის ჩადება” ძალიან გაუტკბა და პატიმრობითაც რომ დასრულდეს აღნიშნულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეკერილი, აქ არის პოლიტიკური საფუძველი, ივანიშვილის მხრიდან ჩვეულებრივად არის შურისძიება და შესაბამისად, მე არ მივცემ იმის ფუფუნებას მათ, რომ ეს საქმე ჩაფარცხონ. ძალიან გაუტკბათ ამათ „ამნისტიების ჩადება“, მიქარავენ, ცემენ დაასახიჩრებენ, მერე დაგიჭერენ, შეგტენიან შენ, ბრალს წაგიყენებენ როგორც მელიას და ცემის მერე ამნისტია უნდა გავრცელდეს შენზე დიდსულოვნად, არანაირი ამნისტია მე არ მინდა, რა უსამართლოც არის ეს სასამართლო ვიცი, მაგრამ არ მინდა არანაირი ამნისტია და არ მივიღებ არანაირ ამნისტიას, რადგამ ეს იქნებოდა საშუალება ამ საქმის ჩაფარცხვის, ეს არის სისტემური დანაშაული, ეს არის ჩვეულებრივად ორგანიზებული დანაშაული, რომელიც შემდეგ იფუთება სასამართლოს და პროკურატურის მიერ და არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არც ველოდები არაფერს ამ სასამართლოსგან, პატიმრობაც რომ გამოიტანონ არ მანაღვლებს, ეს საქმე არ დამთავრდება და არ დაიხურება სანამ არ გამოჩნდება, რომ არის ორგანიზებული დანაშაული”, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი გაიმართა. აღნიშნული საქმის პროკურორის, ნათია გურულის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე უგულავასთვის ამნისტიის კანონპროექტის გამოყენების შესახებ დაზარალებული ბადრი გავაშელიშვილის პოზიცია უნდა მოესმინათ, რაზეც უგულავამ უარი განაცხადა.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა