სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო რისკების შესამცირებლად კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განხორციელდება

სესხის გამცემი სუბიექტების საოპერაციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები განხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ორწლიანმა ზედამხედველობის პროცესმა კომპანიების მხრიდან საოპერაციო რისკის მართვის მიმართულებით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც აუცილებელი გახადა საერთო სტანდარტების შემუშავება.

„აღნიშნული ხელს შეუწყობს სესხის გამცემი სუბიექტებისთვის საოპერაციო რისკების შემცირებას, სექტორის უწყვეტ ფუნქციონირებას და კომპანიათა რეპუტაციის ამაღლებას ბაზარზე.

სესხის გამცემი სუბიექტებისთვის, საოპერაციო რისკებთან დაკავშირებული სტანდარტებისა და მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით, გადაწყდა მარეგულირებელ დოკუმენტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.

ცვლილებები ძირითადად პროგრამული უზრუნველყოფის, ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამისა და ამ პროცესების მიმართ მოთხოვნების დაწესებას ითვალისწინებს. ასევე, უზრუნველყოფილი სესხების გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება უზრუნველყოფის საგნის (ძვირფასეულობა, ტექნიკა თუ სხვა) მოპყრობისა და შენახვის სტანდარტებიც.

გარდა ამისა, დაგეგმილ ცვლილებებთან ერთად ზუსტდება რამდენიმე დებულება და წესი, რომელიც შეეხება როგორც ადმინისტრატორებისა და ბენეფიციარების მიმართ მოთხოვნებს, ისე უსაფრთხოების სისტემებს როგორც სესხის გამცემი სუბიექტების, ისე ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ.

დაინტერესებული მხარეებისგან კანონქვემდებარე აქტების პროექტებთან დაკავშირებით შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია, 2021 წლის 10 ივნისამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: LE@nbg.gov.ge“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს