დავით სერგეენკო - ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობაც, უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული

ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობაც, უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, სასულიერო თუ საერო,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფი დაწესებულებაში მონიტორინგზე იმყოფება.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი მოცემულობაა. პირველი ის, რომ ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობაც, უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, სასულიერო თუ საერო.

დღეს, საბედნიეროდ, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფი მონიტორინგზეა შესული და ასრულებენ თავის მოვალეობას. ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო არც ერთ შემთხვევაში, მითუმეტეს, ის გაურკვეველი სიუჟეტები, რაც გადიოდა სხვადასხვა მედიაში, ეს სხვა ბავშვებს სტრესავს. უბრალოდ არ შეიძლება. კონსულტაციები უნდა აიღონ ამ ადამიანებმა, სანამ ასეთ ნაბიჯებს გადადგამენ. დღეს რაც ხდება, ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო, უფრო ადრე უნდა მოგვარებულიყო.

ვფიქრობ, დღევანდელი მონიტორინგი მოგცემს შესაძლებლობას, მონიტორინგისთვის შევიდეს სახალხო დამცველი ან ვინმე სხვა, ვინც საჭირო იქნება, რათა შეასრულოს თავისი მოვალეობა",- აღნიშნავს სერგეენკო.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო