რუსთავში შეხვედრა „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” გაიმართა

რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრა „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ჰაერის ხარისხთან და გარემოსდაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ შეხვედრას ადგილობრივი სკოლების ეკოკლუბების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ გახსნეს. თამარ ალადაშვილმა რუსთავში ჰაერის დაცვის საკითხებსა და გარემოსდაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით მიმდინარე იმ აქტივობებზე ისაუბრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს.

საინფორმაციო შეხვედრაზე თამარ ალადაშვილმა იდეების კონკურსი „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” წარადგინა. კონკურსის მიზანია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული გამოწვევების, მისი გადაჭრის გზების და მიმდინარე რეფორმების, მათ შორის, რუსთავის ჰაერის ხარისხის პროგრამის შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მათი ცნობიერების ამაღლება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად ჩაერთონ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარებაში. გამარჯვებულ 2 სკოლას გადაეცემა პრიზები წარმოდგენილი იდეების განსახორციელებლად”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა