თეიმურაზ ჯანაშია ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაზე „გრიფით საიდუმლოს" მოხსნას ითხოვს

ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებული, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განკარგულებაზე „გრიფით საიდუმლოს" მოხსნას ითხოვს.

როგორც ჯანაშია განმარტავს, აღნიშნულის შემდეგ საზოგადოება ნათლად დაინახავს, თუ რა აბსურდული ბრალი აქვს მას წარდგენილი.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას პრეზიდენტის 2013 წლის განკარგულებაზე „გრიფი" და არ გააგრძელოს ის მავნე პრაქტიკა, რაც შემოიღო მარგველაშვილმა და არ გახდეს პროკურატურის ხელში სადამსჯელო იარაღი შერჩევითი სამართლის და პოლიტიკური დევნის. წერილებიდან გამომდინარე ამ განკარგულებების შინაარსი ისედაც ცნობილია, ის დართულია სასამართლოს მასალებს და საზოგადოება უფრო ნათლად ნახავს, რამდენად მიკერძოებულია, რეალობისგან დაცლილია ბრალი, რომელიც 8 წლის განმავლობაში მაქვს წაყენებული.

„გრიფის“ მოხსნის შემთხვევაში ვნახავთ, რომ სულ 5 განკარგულებაა, ეს დგინდება იმ წერილით, რომელიც მარგველაშვილის დროს მივიღეთ, შინაარსი კი მეორე წერილით, რომელიც სალომე ზურაბიშვილისგან მივიღეთ. განკარგულებები შეეხება პრეზიდენტის და მისი ოჯახის წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის, უბრალოდ დარჩა ერთი რამ - მხოლოდ ციფრები. საკმაოდ დიდი ციფრია, იმაზე მეტი, რასაც მე მედავებიან, თუმცა, ვთვლი, რომ ამ საიდუმლო განკარგულებების „გრიფის" მოხსნით ყველასთვის ცნობილი გახდება და საზოგადოება გაიგებს, რა სისულელესთან გვქონდა ამ 8 წლის მანძილზე საქმე",- განაცხადა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიას 2009-20013 წლებში 8 მილიონ 300 ათასი ლარის საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა