ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით 2020 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ წინა წელთან შედარებით 6.2% შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხსენებლის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 5, 2%. ვაჭრობის კუთხით შემცირება იყო 14, 6%-ით.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელს ყველაზე მეტად პანდემიამ ტურიზმი დააზიანა, შესაბამისად, ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირებული იყო 81%-ით.

მისივე ინფორმაციით, ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 9.6 %-ით გაიზარდა ხოლო უცხოური ინვესტიციების მოცულობა 53%-ით შემცირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილთან შედარებით, ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების შესრულებამ შეადგინა 104,3%, დეფიციტი მაინც საკმაოდ მაღალი, 9,3% იყო", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„საბაზისო სცენარის მიხედვით მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 6.5%-იანი მაჩვენებლითაა წარმოდგენილი, რაც გვაძლევს დამატებით შემოსავლებს და დეფიციტის შემცირების საშუალებას 7,1%-მდე თუმცა, მოლოდინები გვაქვს უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის. მომდევნო ოთხ წელიწადში პანდემიიდან მიყენებული დანაკლისის 80%-იანი აღდგენა იქნება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პარამეტრებს", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს