ხათუნა სამნიძე უმრავლესობას - როცა თითს ოპოზიციისკენ იშვერთ, გაიხსენეთ, როგორ გაგიჭირდათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა

როცა თითს ოპოზიციისკენ იშვერთ, გაიხსენეთ, როგორ გაგიჭირდათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა - პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლის შემდეგ არაადეკვატური, ზღვარგადასული, ემოციური განცხადებების კეთების ნაცვლად, დაფიქრდით, რა წერია დოკუმენტში და რა ვალდებულებები გვაქვს აღებული, - ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმის ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ მიმართა.

როგორც სამნიძემ „ქართული ოცნების“ წევრების მისამართით განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მათი პარლამენტში შესვლის შემდეგ, საქმესა და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას უნდა დაუბრუნდნენ.

„როგორც ჩანს, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლასთან დაკავშირებით ტექსტები წინასწარ მოამზადეთ. ცინიზმს ჩვენ გვაბრალებთ, მაგრამ ყველა განცხადებაში ცდილობთ ცინიკურად გამოეხმაუროთ იმას, რასაც ამდენი თვეა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ. პირველ რიგში, მათი დაუღალავი შრომის შედეგია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი არსებობს და არის ვითარება, როცა პარლამენტმა სრულფასოვანი მუშაობა უნდა დაიწყოს. ძალიან ცუდია, როცა ამ განცხადებებს წინასწარ ამზადებდით და არც ერთი თქვენგანისგან არ მომისმენია მზაობა, მოწოდება და აუცილებლობა იმის თაობაზე, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად ერთად ვიმუშაოთ იმ პრობლემებსა და რეფორმებზე, რაზეც ვალდებულება აიღეთ და იძულებული გახდით, რომ ხელი მოგეწერათ“, - მიმართა სამნიძემ ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა