„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დღეს აღარ მოხდება

20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით მომზადებულ “ამნისტიის პროექტს“ პარლამენტი დღეს აღარ განიხილავს. მიზეზი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების არმისვლაა.

მეორე მოსმენით ჩანიშნული პროექტის განხილვის გადადების ინიციატივა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დასვა, რაც პროექტის ინიციატორმა ანრი ოხანაშვილმა გაიზიარა.

“როგორც ხედავთ, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დარბაზში კვლავ არ არიან. არ ვიცით, რას აპირებენ, როგორ აპირებენ. ფაქტია, რომ აქ არ არიან. ჩვენ დღეს ამნისტია უნდა გავიაროთ. ვფიქრობ, რომ მათაც უნდა დაველოდოთ. მანამდე დანარჩენ ოპოზიციასთან გვქონდა საუბარი, იქნებ გარკვეულ დეტალებზე შევთანხმებულიყავით, თუმცა სამწუხაროდ, შეთანხმება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა - ჩვენ ჩვენი მყარი პოზიცია და არგუმენტები გვაქვს. არგუმენტებს თავი რომ დავანებოთ, იმ ხალხის გარეშე, რომლის მთავარ წარმომადგენელს, ფორმალურ თავჯდომარეს მათ შორის ეხება ამნისტიის პროექტი, არ მგონია განხილვა სწორი იყოს. დაველოდოთ, მათი არგუმენტები მოვისმინოთ და დღეს გადავდოთ საკითხი. ამასობაში შეიძლება დრო შეთანხმებისათვის გამოგვადგეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ კოლეგებს მოუწოდა, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე გაგძელდეს შეთანხმება ოპოზიციასთან, რათა შესაძლებელი გახდეს პროექტის კონსენსუსით მიღება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა