რომან გოცირიძე - როგორც ხედავთ, პარლამენტში ვბრუნდებით - მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ

როგორც ხედავთ, პარლამენტში ვბრუნდებით. მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა და თავის თავიც ამოწურა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, უნდა მიიღონ ყველა ის კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

„რა თქმა უნდა, ბოიკოტმა თავისი შედეგი გამოიღო, ვინაიდან სწორედ ამ ბოიკოტის შემდეგ ხდება იმ საკითხების დაძვრა, რასაც პარლამენტში განვიხილავთ, მათ შორის, კონსტიტუციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ასე შემდეგ. გადავდივართ სხვა ეტაპზე. ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა, თავის თავიც ამოწურა.

დღეს ვართ პარლამენტში, რათა ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სამართლიანი, გაუყალბებელი არჩევნების ჩატარებას და მოვიცილოთ ეს წარუმატებელი ხელისუფლება მმართველობიდან“, - აღნიშნავს გოცირიძე.

მისივე თქმით, პარტია ყველა კანონპროექტის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას.

„მათ შორის, ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, ჩვენ გვექნება ჩვენი პოზიცია. ბუნებრივია, ახლაც ვიწყებთ მუშაობას ყველა იმ კანონთან დაკავშირებით, რაც გამოდის“, - აღნიშნავს გოცირიძე.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ. ისინი დღეიდან ჩაერთვებიან საპარლამენტო საქმიანობაში. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ 32-წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან: ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი და ნატო ჩხეიძე. ეს ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქცია იქნება, რომელიც აერთიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით გასულ პარლამენტის ყველა წევრს, გარდა გრიგოლ ვაშაძის, სალომე სამადაშვილის, თამარ კორძაიას და ხათუნა სამნიძისა.

როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს