არჩილ თალაკვაძე 20 ივნისის შესახებ გახარიას განცხადებაზე - უმრავლესობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი პარლამენტში ვიმყოფებოდით და მისი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება

საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი გვიან ღამემდე, სანამ აქცია დასრულდა, პარლამენტში ვიმყოფებოდით. შესაბამისად, ეს განცხადება, რაც გახარიამ გააკეთა არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის მოვლენების დროს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები პარლამენტში არ იმყოფებოდნენ.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ დღეს თავადაც სამუშაო ადგილზე იმყოფებოდა.

“საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილი გვიან ღამემდე სანამ აქცია დასრულდა პარლამენტში ვიმყოფებოდით. მე პირადად მახსოვს, რომ უმრავლესობის პრაქტიკულად ყველა ლიდერი პარლამენტში გახლდათ. მათ შორის გიორგი გახარიასთანაც შენობაში არაერთი შეხვედრა გვქონდა. როდესაც რამე სჭირდებოდა, მე ჩემს ადგილას ვიმყოფებოდი, იმ მომენტიდან, როდესაც უკვე აქცია აგრესიულ ფორმებში გადავიდა და პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა დაიწყო. გამთენიამდე პარლამენტში ვიყავით. შესაბამისად, ეს განცხადება რაც გააკეთა არასწორია და სიმართლეს არ შეესაბამება. მეც პირადად ჩემს სამუშაო ადგილზე გახლდით”, - განაცხადა თალაკვაძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა