ტყითსარგებლობის ახალი რეგულაციების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა.

„შეუძლია თუ არა ფერმერს პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული პროდუქტები და რა სახის მცენარეულ ნედლეულს მოიაზრებს ტყის არამერქნული პროდუქტი, რომელი სახელმწიფო უწყება ახდენს ტყის არამერქნული პროდუქტების კომერციული მიზნით შეგროვებისთვის სპეციალური უფლების მინიჭებას და რა მიზეზებით შეიძლება ეთქვას უარი განმცხადებელს ტყის არამერქნული პროდუქტების კომერციული მიზნით დამზადების თაობაზე, - ყველა აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაცია ფერმერებმა შეხვედრაზე მიიღეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტყითსარგებლობის ახალი წესზე და განმარტა, თუ რომელ ტერიტორიებზე შეუძლია ადგილობრივ მოსახლეობას საქონლის ძოვება, დასაშვებია თუ არა სოციალური დანიშნულების ჭრების ფარგლებში ხე-ტყის დამზადების ბილეთით საშეშე მასალის დამზადება და რა ვადით ხდება სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობისთვის სპეციალური უფლების მინიჭება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს და რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის; უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეების მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის, ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა