რომან გოცირიძე - ბიუჯეტი ქვეყნის მდგომარეობის სარკეა, ჩაიხედავ ბიუჯეტში და დაინახავ ამ ხელისუფლების მახინჯ სურათს

ბიუჯეტი არის ქვეყნის მდგომარეობის სარკე, ჩაიხედავ საქართველოს ბიუჯეტში და დაინახავ ამ ხელისუფლების მახინჯ სურათს და მათ მახინჯ ნამოქმედარს - გააღატაკეს ქვეყანა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსთა მინისტრთან, რომელიც დღეს სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება 50-მდე შეკითხვა ექნება.

"ნაცვლად იმისა, რომ ამ უმძიმეს პირობებში წაშველებოდნენ ხალხს, მეტი კომპენსაცია გაეცათ, ბიზნესი დაეცვათ, ბიუროკრატია იზრდება, კორუფცია იზრდება. ერთადერთი რაც შემცირდა მივლინების ხარჯებია, იქით ვერ მიფრინავდნენ, აქეთ ვერ მოფრინავდნენ და მექანიკურად 100 მილიონი დაიზოგა. ესეც რომ არ ყოფილიყო აითვისებდნენ როგორც აქამდე აუთვისებიათ. ერთი სტუმარი ჩამოდის და 10 მიყვება რესტორანში. ძალიან კარგად იციან ფუფუნების ხარჯების გამოყენება, რემონტები, რბილი ავეჯი, სამინისტროებში გაქანებული რემონტი იყო პანდემიის დროს, ჯიპების ყიდვა, თურმე 300 მანქანა უნდა იყიდონ, როცა ხალხი შიმშილობს. ამ ვითარებაში აუცილებელი ხარჯებიც კი უნდა გადადებულიყო, დავლოდებოდით უფრო მშვიდობიან პერიოდს. ექსტრემალური საგანგებო ბიუჯეტი უნდა შემდგარიყო, ნაცვლად ამისა, გულარხეინობის ბიუჯეტი მივიღეთ, რომელსაც წურბელებივით აზის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და მასთან მიტმასნილი პატარა აქტივი, თუ ბობოლა ბიზნესმენ-ჩინოვნიკები. რესურსების ფლანგვა და გაღარიბებული მოქალაქეებისთვის ლუკმა-პურის წართმევა, ეს არის ამ ბიუჯეტის მახასიათებელი,"- განაცხადა გოცირიძემ.

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2021
ხათუნა ბურკაძე - შეცვლილ საერთაშორისო გარემოში საქართველოს ალიანსში წევრობისათვის აუცილებელია ქვეყნის ახალი ფუნქციის გამოკვეთა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე
„ბრითიშ ამერიკან ტობაკო“ - კომპანია მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად არის ჩართული არალეგალური თამბაქოს პროდუქტებთან ბრძოლაში და თანამშრომლობს მრავალი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან
კომპანია "ოთი ისთეითს" ინდონეზიის საელჩოს რწმუნებული ეწვია
"ფილიპ მორის საქართველო" თამბაქოს არალეგალურ ვაჭრობასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ დისკუსიას ეხმაურება
საქართველოს უნივერსიტეტის საჩუქარი 2021 წელს ჩარიცხული სტუდენტებისთვის