დავით ზალკალიანი - ნატო-ს კომუნიკეში არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე

ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და რომ საქართველოს აქვს ყველა "პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის" , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ "საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში".

"ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე მიღებულ კომუნიკეში მოკავშირეებმა დაადასტურეს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ “საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“ და რომ "საქართველოს აქვს ყველა "პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს საბოლოო წევრობისთვის". საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პასაჟი, სადაც მოკავშირეები ხაზს უსვამენ საქართველოს სუვერენულ უფლებას აირჩიოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და დაუშვებლად მიიჩნევენ ნებისმიერი მესამე მხარის ჩარევას ამ პროცესში. ზემოაღნიშნული არის ცალსახა გზავნილი, რომ ვერცერთ მესამე ძალას ვერ ექნება ვეტოს უფლება საქართველოს გაწევრიანების საკითხზე.

წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ საქართველოს, როგორც ასპირანტი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელების კუთხით.

„მოხარულები ვართ, რომ სათანადოდ დაფასდა ავღანეთში, ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ქართველი ჯარისკაცების თავდადება და პროფესიონალიზმი. კომუნიკეში მოკავშირეებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს კონტრიბუციასთან დაკავშირებით. მოკავშირეები ღიად მიუთითებენ, რომ ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი სრულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და მომავალში იყოს ალიანსის ღირსეული წევრი" , - განაცხადა ზალკალიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამიტის დასკვნით დოკუმენტში ნატო-ს წევრებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

"საგულისხმოა, რომ კომუნიკეში გაჩნდა კიდევ ერთი ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფორმულირება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ადგილზე არსებული ვითარების ძალიან სწორ და მკვეთრ შეფასებას. ტექსტში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია „ძალადობრივი“ მეთოდებით ახდენს ორი ოკუპირებული რეგიონის მოწყვეტას დანარჩენი საქართველოსგან. მეტიც, კომუნიკეში პირდაპირ არის მოწოდებული რუსეთის ფედერაციისადმი შეწყვიტოს ბორდერიზაცია, საქართველოს მოქალაქეთა გატაცება, მათი უკანონო გასამართლება და შევიწროება.

ამასთან, მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

ასევე საგულისხმოა, რომ კომუნიკეში მოკავშირეები გამოხატავენ მზადყოფნას კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით არსებული თანამშრომლობა, რაც უმნიშვნელოვანესია რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად" , - აღნიშნა ზალკალიანმა.

ასევე, ზალკალიანის თქმით, მოკავშირეები მიესალმებიან პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას და მოუწოდებენ ყველა მხარეს სისრულეში მოიყვანონ აღნიშნული შეთანხმება.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამიტი იყო ხანმოკლე და შეზღუდული ფორმატით იმართებოდა, პოლიტიკური გზავნილების კუთხით მას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც თავად ნატო-სთვის, ასევე საქართველოსთვის.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა