ლევან დოლიძე - პარტია "საქართველოსთვის"  პროგრამით გათვალისწინებულია დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავება

პარტია "საქართველოსთვის" პროგრამით გათვალისწინებულია დეოკუპაციის სტრატეგიის შემუშავება, - ამის შესახებ პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მრჩეველმა ლევან დოლიძემ განაცხადა.

პარტია ,,საქართველოსთვის“ პირველი რეგიონული ოფისის ბათუმში გახსნის შემდგომ, პარტიის პოლიტსაბჭომ და სხვა ლიდერებმა პროგრამული ხედვები განიხილეს.

ლევან დოლიძე უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე პროგრამულ ხედვებში სამ პრიორიტეტს გამოყოფს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი თანამშრომლების გაძლიერება, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით; ევროკავშირთან პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერება, იმისათვის, რათა ქვეყანამ მიიღოს მეტი ეკონომიკური სარგებელი; და მესამე - ნატო-ს მიმართულებით თანამშრომლობის არსებული მექანიზმების გამოყენება ეფექტიანად იმისათვის, რათა უზრუნველვყოთ მეტი უსაფრთხოება ვიდრე საქართველო მიაღწევს ნატო-ს სრულფასოვან წევრობას”, - განაცხადა მან.

რაც შეეხება ოკუპაციის პრობლემას, ლევან დოლიძე ხაზს უსვამს, რომ პარტია ,,საქართველოსთვის“ პროგრამით გათვალისწინებულია დეოკუპაციის კონკრეტული სტრატეგიის შექმნა.

,,პროგრამის თანახმად, უნდა შემუშავდეს დეოკუპაციის სტრატეგია და გაიწეროს საკმაოდ რეალისტური ნაბიჯები, ამ გამოწვევის გადასალახად. ასევე მნიშვნელოვანი კონკრეტული აქცენტებია პროგრამაში ე.წ. ბორდერიზაციასთან დაკავშირებით’’, - ამბობს ლევან დოლიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა