რომან გოცირიძე - გინდ სასამართლო მოიგონ, გინდ აუდიტორებმა რკინიგზის ოფისის წინ თავი მოიკლან, ვიდრე ეს ხელისუფლება არსებობს, არავინ მათ იქ ცხვირს არ შეაყოფინებს

გინდ სასამართლო მოიგონ, გინდ აუდიტორებმა რკინიგზის ოფისის წინ თავი მოიკლან, ვიდრე ეს ხელისუფლება არსებობს, არავინ მათ იქ ცხვირს არ შეაყოფინებს - ვიდრე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია, ვერასდროს გავიგებთ, რა ხდება რკინიგზაში, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გოცირიძის თქმით, ოთხი წელია, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს რკინიგზაში არ უშვებენ.

„ეს არის ციხე-სიმაგრე, რომელიც გამაგრებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ის, რომ 2021 წელს აუდიტის სამსახური რკინიგზის შემოწმებას არ აპირებს და სხვა პრიორიტეტები აქვს, ნიშნავს იმას, რომ რკინიგზაში შესვლას ვერ ბედავენ. როგორ შეიძლება არსებობდეს იმაზე დიდი პრიორიტეტი, ვიდრე 1-მილიარდი ზარალის მიმყენებელი, ყველაზე დიდი სახელმწიფო აქტივების მქონე ორგანიზაციის მუშაობაა?! რკინიგზა თითოეულ ჩვენგანს მილიარდს აკარგვინებს ზარალის სახით და ამის კომპენსირება ბიუჯეტიდან ხდება. აუდიტის სამსახური რკინიგზას ვერ შეამოწმებს, რადგან ეს დაწესებულება დამოუკიდებელი ფორმალურად არის - ის ემორჩილება პარლამენტს, პარლამენტი ემორჩილება მთავრობას, ხოლო მთავრობა ბიძინა ივანიშვილს ემორჩილება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?