საგარეო უწყება - დავით ზალკალიანმა ამერიკულ მხარეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა

2021 წლის 16 ივნისს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კავკასიის მოლაპარაკებებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, ენდრიუ შოფერთან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ძირითად თემას წარმოადგენდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ბოლოდროინდელი დინამიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში არსებითი შედეგების მიღწევის შესაძლებლობები.

„მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ამ კონტექსტში განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახშირებული პროვოკაციები, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ანექსიის მიმართულებით რუსეთის გააქტიურებული ნაბიჯები, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები. დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუასა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე გათავისუფლების აუცილებლობა და ამერიკელ პარტნიორებს ამ მიმართულებით ძალისხმევის კიდევ უფრო გააქტიურება სთხოვა განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობებს, რათა მაქსიმალური ძალისხმევა იქნას მიმართული რუსეთის ოკუპაციის შედეგად დაზარალებული ადამიანების უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოსაგვარებლად. აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მიმართულებით პროგრესის მიღწევაზე.

ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რათა ინკლუზიური ჩართულობის გზით შეიმუშაოს ერთიანი და ყოვლის მომცველი სახელმწიფო სტრატეგია დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. ამასთან, დავით ზანკალიანმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დღის წესრიგში, მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებსა და შეხვედრებზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემის აქტიურად და რეგულარულად დასმის კრიტიკულ მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს საქართველოს საკითხის მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საგარეო უწყების ცნობით, თავის მხრივ, აშშ-ის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრის ბოლოს, ამერიკელმა პარტნიორებმა მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უმნიშვნელოვანესი ფასილიტაციის გაწევისთვის, რამაც, მათ შორის აშშ-ის ჩართულობით მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევა უზრუნველყო ბაქოსა და ერევანს შორის. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკამ სომხეთს 15 მოქალაქე გადასცა, ხოლო სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს