გიგა ბოკერია პრაიდზე - მმართველი გუნდი არ ასრულებს თავის მოვალეობას, რომ ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლება დაიცვას

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მმართველი გუნდი არ ასრულებს თავის მოვალეობას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლება დაიცვას განურჩევლად იმისა, თუ რომელ ჯგუფს ეკუთვნის.

როგორც მან ჟურნალისტებთან „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, მმართველი გუნდის წევრები სექსუალური უმცირესობების მიმართ არაადამიანური ვითარების შექმნის და ძალადობის წახალისებას ახდნენ.

„არ ასრულებენ თავის მოვალეობას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლება დაიცვან განურჩევლად იმისა, რომელ ჯგუფს ეკუთვნის. ეს ელემენტარული ამბავია, ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის ფუნდამენტური საკითხია.

უფრო მეტიც, არა თუ არ, ან ვერ იცავენ ამ უფლებებს, ასეთი განცხადებებით და ქმედებებით, არაადამიანური ვითარების შექმნის და ძალადობის წახალისებას ახდნენ ჩვენი მოქალაქეების ამ ნაწილის, სექსუალური უმცირესობების მიმართ. ასევე, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების დაზიანების წახალისებას ახდენენ.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ შავრაზმული განწყობილებებით, რომელიც უზნეობაა, ჩვენი ქვეყნის ამ მოქალაქეების მიმართ, ასევე ზოგადად თავისუფლების მიმართ, ისინი ამ განწყობილებებზე კაპიტალიზაციას ცდილობენ.

მათ ძალაუფლების წყაროდ მიაჩნიათ ამ განწყობილებების გამოყენება ოპონენტების, უმცირესობების წინააღმდეგ და ძალაუფლების შენარჩუნების პროცესში. ასევე სამწუხაროდ, ამ განწყობილებებით მოიპოვონ სასულიერო პირების და ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილის პოლიტიკური მხარდაჭერა. ასე იქცეოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - აღნიშნავს ბოკერია.

ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ამ ადამიანებს, სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ღონისძიების ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?