ნინო ლომჯარია - იაგო ხვიჩიამ გააკრიტიკა, რომ ომბუდსმენმა „ავადმყოფებად“ მოიხსენია ნარკოდამოკიდებული პირები, ეს ტერმინი ჩვენ არ გამოგიყენებია, პაციენტი ვახსენეთ

ადიქცია, ანუ დამოკიდებულება არის სამედიცინო ჩვენება და ესეც ისეთივე ავადმყოფობაა, როგორიც შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი ავადმყოფობა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს,-ასე უპასუხა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეკითხვას, რომელმაც ომბუდსმენს მიმართა, მიაჩნია თუ არა, ნარკოდამოკიდებული ადამიანები „ავადმყოფებად“.

ნინო ლომჯარიას თქმით, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით ამნისტია უნდა გავრცელდეს იმ ადამიანებზე, რომლებიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის არიან მსჯავრდებულები.

„იაგო ხვიჩიამ გააკრიტიკა ის, რომ სახალხო დამცველმა „ავადმყოფებად“ მოიხსენია ნარკოდამოკიდებული პირები. მგონი, ეს ტერმინი ჩვენ არ გამოგიყენებია, პაციენტი ვახსენეთ, თუმცა, ამ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად არ ვფიქრობთ, რომ ეს არასწორი იყო იმიტომ, რომ ადიქცია, ანუ დამოკიდებულება არის სამედიცინო ჩვენება და ესეც ისეთივე ავადმყოფობაა, როგორიც შეიძლება იყოს სხვა ნებისმიერი ავადმყოფობა, რომელიც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. კითხვა იყო, ამნისტიასთან დაკავშირებით თუ გვექნება რაიმე რეკომენდაცია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ, ეს ამნისტია უნდა გავრცელდეს ადამიანებზე, რომლებიც არიან მსჯავრდებულები შეძენა-შენახვისთვის“, - განაცხადა ლომჯარიამ.

„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ჰკითხა, რამდენად სწორია ნარკომომხმარებლების „ავადმყოფებად“ განხილვა. ის ასევე დაინტერესდა, ნარკოპოლიტის თვალსაზრისით რა დამოკიდებულება აქვს ომბუდსმენის აპარატს ამნისტიის მიმართ.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს