იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი მოსამართლეების მიმართ სანქციის დაწესებასთან დაკავშირებით - ამის საფუძველი არ არსებობს!

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი მოსამართლეების მიმართ სანქციის დაწესების საფუძველს ვერ ხედავს. ამის შესახებ მარსაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, არის თუ არა მოსალოდნელი მოსამართლეებს დასავლეთის მხრიდან სანქციები დაუწესდეთ.

"რაც შეეხება სანქციებს, ვერაფერს გეტყვით, ვფიქრობ, რომ ამის საფუძველი არ არსებობს! რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას, აღვნიშნავ იმას, რომ ჩვენ პარლამენტს მხოლოდ კანდიდატები წარვუდგინეთ. პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ და მოგვიწოდებენ, პროცესის შეჩერებისკენ, როდესაც კანონი ამის საშუალებას არ გვაძლევს. ეს შეთანხმება თუ უკვე აისახებოდა თუნდაც ორგანულ კანონში, კი ბატონო, ჩვენ შევაჩერებდით", - განაცხადა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.

ცნობისთვის, დასავლეთის მხრიდან მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესების ინიციატივა ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა გამოთქვა.

"ჩემი კითხვა დღეს სახალხო დამცველთან იყო ის, რომ არის თუ არა დრო დავიწყოთ სიის შედგენა იმ მოსამართლეების, რომლებიც პოტენციურად შეყვანილი უნდა იყვნენ სანქცირებულ პირებს შორის დასავლეთის მიერ. ჩვენ ვხედავთ, რომ "კლანი" არ ემორჩილება დასავლეთის მოწოდებებს. ჩვენი უახლოესი ამოცანა იქნება ერთი მხრივ, „კლანის“ შეჩერება და მეორე მხრივ, ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელსაც აღებული აქვს ვალდებულებები მართლმსაჯულების სისტემაზე. დარწმუნებული ვარ, უდიდესი წნეხის შედეგად შევაჩერებთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას. ჩემი აზრით, სანქციები იქნება შემაკავებელი ფაქტორი "კლანისთვის", - აცხადებს სამადაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა