ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა დღევანდელი მაჩვენებელი, რომელიც მაღალია, გადამწყვეტი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა დღევანდელი მაჩვენებელი, რომელიც მაღალია, გადამწყვეტი არ არის.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ღონისძიებები შეზღუდვის ან შრომის ინსპექციის მიერ მითითებული ნორმების ფარგლებში წარიმართოს.

„კოვიდსტატისტიკის გაზრდა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია სხვადასხვა შტამზე და ასევე ყველა იმ ღონისძიების ეფექტურ წარმართვაზე, რომელზეც ჩვენ საზოგადოებას მოვუწოდებთ. მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ღონისძიებები მაქსიმალურად შეზღუდული იყოს, ან წარმართული მხოლოდ იმ ნორმების ფარგლებში რასაც შრომის ინსპექცია მითითებს. შემთხევევათა დღევანდელი რიცხვი, რომელიც საკმაოდ მაღალია, არ არის გადამწყვეტი, ვინაიდან მნიშვნელოვანია დაკვირვება თითეულ ამ ზრდაზე, ორი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ მოგვცემს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას“, - აცხადებს ტიკარაძე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 709 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 220 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 489 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 194 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 365 068-ს.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა