ეკა გიგაური - ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების აგრესიულ აქციებზე ვერ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას - ეს არის წახალისება

მოძალადე, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები წლის განმავლობაში აგრესიულ აქციებს აწყობენ, მათი ხელმძღვანელების განცხადებებიც გვესმის, მაგრამ არ ვხედავთ ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან - ეს არის წახალისება , -ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების დროს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგაური აღნიშნავს, ულტრა -მემარჯვენე ჯგუფები თვლიან, რომ მათ არ დასჯიან, რაც ჰქმნის მოლოდინს, რომ კონტრაქციები კვლავ გაიმართება და „აგრესიული ჯგუფები ღონისძიებაზე მივარდებიან“.

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული პირები და მოძალადეები დააკავეს, ასე უნდა იმოქმედოს პოლიციამ და ეს კარგი იყო. თუმცა, უნდა შევხედოთ იმას, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მთავრობას ზოგადად, უმცირესობების მიმართ, განსაკუთრებით სექსუალურ უმცირესობებთან მიმართებაში.

მოძალადე, ულტრა - მემარჯვენე ჯგუფები წლის განმავლობაში კონტრაქციებს, აგრესიულ აქციებს აწყობენ, მათი ხელმძღვანელების განცხადებებიც გვესმის, მაგრამ არ ვხედავთ ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან - ეს არის წახალისება. ჩვენ გვახსოვს, რომ ზოგიერთი ლიდერის მიმართ გამოძიება დაიწყო, მაგრამ შედეგი არ ვიცით.

როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა ხელისუფლების მხრიდან, ცხადია, მოლოდინი იმის, რომ შეიძლება ასეთი კონტრაქციები მოეწყოს და აგრესიული ჯგუფები მოგივარდნენ ღონისძიებაზე, ძალიან დიდია. ისინი თვლიან, რომ არ დასჯიან. სხვა შემთხვევაში, მივესალმები ამ კვირეულს “, - აღნიშნავს გიგაური.

ცნობისთვის, "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე გუშინ რამდენიმე დაპირისპირება მოხდა, არიან დაკავებულებიც. "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში პირველი დახურული ღონისძიების დასრულებისას, სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით, შეძახილების ფონზე დატოვეს. პოლიცია "პრაიდის" მოწინააღმდეგეებს ღონისძიების მონაწილეებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა