ეკა გიგაური - თუ დავინახავთ, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანი შეირჩეს, პროცესში ბოლომდე არ დავრჩებით

ძალისხმევას არ დავზოგავთ, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ღირსეული კანდიდატები შევარჩიოთ, როგორც პროფესიულ წევრებად, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარედ, თუმცა თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანი შეირჩეს, ამ პროცესში ბოლომდე არ დავრჩებით, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალება - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებთან, ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად შექმნილ კომისიაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგაური აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს მიუკერძოებელმა ადამიანმა, რომელიც გაუძლებს ზეწოლას, როგორც მთავრობისგან, ასევე ოპოზიციისგან.

„ჩვენ ვართ ამ კომისიის წევრები. ამ კომისიაში ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები შედიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალისხმევას არ დავზოგავთ, რომ მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ღირსეული კანდიდატები შევარჩიოთ, როგორც პროფესიულ წევრებად, ასევე ცესკო-ს თავმჯდომარედ, თუმცა თუ დავინახავთ, რომ ეს პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ადამიანი შეირჩეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში ბოლომდე არ დავრჩებით. ჯერ იქ ვართ, ვუყურებთ, როგორ განვითარდება მოვლენები, შემდეგ უკვე შევხედავთ რა იქნება და გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ქვეყნის მომავლისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ადგილობრივი არჩევნები, მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს მიუკერძოებელმა, დამოუკიდებელმა ადამიანმა, პროფესიონალმა, რომელიც გაუძლებს ყველანაირ ზეწოლას, როგორც მთავრობისგან, ასევე ოპოზიციისგან. ეს ადამიანი არცერთ პარტიასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული“, - აღნიშნავს გიგაური.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გუშინ გამოსცა. ცესკო-ს თავმჯდომარემ კი თანამდებობა 1-ელი ივლისიდან დატოვა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო