მეუფე სტეფანე - თურმე, თუ ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი რასაც ამბობს, ის არაფერია - ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას

ეკლესიამ მკაფიოდ და ზუსტად ორჯერ გამოაცხადა, კიდევ გამოაცხადებს რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას, - ამის შესახებ ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის ცოდვის მონობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერს გარკვეული საერთაშორისო მაფია“.

„ვიღაც ცოდვის მონობაში მყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც მხარს უჭერს გარკვეული საერთაშორისო მაფია, რომელსაც ეს სჭირდება გარკვეული პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს ლიბერალიზმის იდეოლოგია, რომელიც ქრისტიანობის საწინააღმდეგო, ბოროტისგან შემოტანილი, ეს დაგვიყენეს, როგორც არბიტრი ჩვენს ცხოვრებაში. თურმე, ვინმე ელჩი რამეს იტყვის, ის არის ერთადერთი ჭეშმარიტება და ღმერთი, რასაც ამბობს, ის არაფერი არ არის. ეკლესიამ მკაფიოდ და ზუსტად ორჯერ გამოაცხადა, კიდევ გამოაცხადებს რამდენჯერაც საჭირო იქნება, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში ცოდვის მონობის პროპაგანდირებას“,-აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდი" „ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო