ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად ამ დროისთვის მედიასაშუალებების 47 თანამშრომელია დაშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას „მედიაჩექერი“ ავრცელებს.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 16 მედიასაშუალების წარმომადგენლები.

კერძოდ, დაშავებულები არიან:

  • „ინტერპრესნიუსის“ 1 თანამშრომელი, ფოტორეპორტიორი გიორგი ნიკოლიშვილი;

  • “პალიტრანიუსის” 1 ოპერატორი რომა ტარუღიშვილი;

  • "რუსთავი 2"-ის 8 თანამშრომელი - ოპერატორები: შოთა სიკინჭალაშვილი, ზურა მანაგაძე, ბექა ათაბეგაშვილი, ​ნიკოლოზ ურუშაძე და ჟურნალისტები: მარიამ ქუმსიშვილი, მარიკა გოცირიძე, გიორგი პერტია, სალომე ბოკუჩავა.

  • “ტვ პირველის” 3 თანამშრომელი - ოპერატორები: ალექსანდრე ლაშქარავა, ლევან ბრეგვაძე, ასევე ჟურნალისტი გუგა მაისურაძე;

  • “ფორმულას” 9 თანამშრომელი - ჟურნალისტები: რატი წვერავა, გუგა დვალიშვილი, ლუკა ხაჩიძე, გიორგი გაბუნია, ნინო ვარძელაშვილი, ასევე ოპერატორები: ზაზა კაპანაძე, გიორგი მაისაშვილი, ნიკოლოზ ქალიაშვილი, ლექსო ხომასურიძე და ფოტოგრაფი ვახო ქარელი;

  • “მთავარი არხის” 11 თანამშრომელი - ჟურნალისტები: დეა მამისეიშვილი, ირაკლი ბახტაძე, ნინო გაზდელიანი, დათუნა ახალაძე, ანრი ჯოხარიძე, ქეთა ციცქიშვილი, თორნიკე ბარნაბიშვილი, ნათია ქოქოსიძე, თაკო ლეკვეიშვილი, ასევე ოპერატორები: ვაჟიკო ჩხაიძე და ლევან აბლოთია;

  • “იმედის” 2 თანამშრომელი - ჟურნალისტი დიმიტრი ყირიმნიშვილი და ოპერატორი შოთა კირვალიშვილი;

  • პირველი არხის ოპერატორი ილია თვალიაშვილი;

  • ​აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი;

  • “რადიო თავისუფლების” 3 თანამშრომელი: ჟურნალისტები თორნიკე მანდარია და თამუნა ჩქარეული, ასევე ოპერატორი დათო ქორიძე;

  • ​on.ge-ს ჟურნალისტი თამთა კახაბერიძე;

  • “ნეტგაზეთის” ჟურნალისტი ლუკა პერტაია;

  • "ტაბულას" ჟურნალისტი მაკო ჯაბუა;

  • “გურიანიუსის” ჟურნალისტი მერაბ ცაავა;

  • "ნიუპოსტის" ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე;

  • CNews-ის ჟურნალისტი გიგა გელხვიძე.

იხილეთ ვიდეო:თბილისში განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს