რუსთავში ატმოსფერული ჰაერის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, რუსთავის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს.

„ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი სამინისტროს და ზოგადად, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პრობლემის მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დღის წესრიგის ნაწილია. სამინისტროს ყურადღების ცენტრში რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი და აქ არსებული გამოწვევებზე სათანადო რეაგირება გახლავთ. ატმოსფერულ ჰაერზე მუდმივმა მონიტორინგმა საშუალება მოგვცა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად შეგვემუშავებინა ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ქალაქ რუსთავისთვის, სადაც გაწერილია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებები, მისი განხორციელების ვადები და პასუხისმგებელი უწყებები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და ახალი რეგულაციების აღსრულების პროცესში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის როლის საკითხები განიხილეს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რუსთავში ატმოსფერული ჰაერის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, რუსთავის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ გახსნეს.

„ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი სამინისტროს და ზოგადად, მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველოს უმსხვილეს ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პრობლემის მოსაგვარებლად, სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი, კომპლექსური ნაბიჯების გადადგმა დღის წესრიგის ნაწილია. სამინისტროს ყურადღების ცენტრში რუსთავის ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი და აქ არსებული გამოწვევებზე სათანადო რეაგირება გახლავთ. ატმოსფერულ ჰაერზე მუდმივმა მონიტორინგმა საშუალება მოგვცა, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად შეგვემუშავებინა ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა ქალაქ რუსთავისთვის, სადაც გაწერილია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებები, მისი განხორციელების ვადები და პასუხისმგებელი უწყებები“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და ახალი რეგულაციების აღსრულების პროცესში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის როლის საკითხები განიხილეს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია