თინა ბოკუჩავა - მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არის ფარსი და ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არის ფარსი, რომელიც კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიწვევს - ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რეალურად „კლანის" წევრების კანდიდატურებს განიხილავენ.

„ამდენი ხნის მანძილზე ვხედავდით მოწოდებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი საერთოდ უნდა გაჩერდეს ნაცვლად იმისა, რომ ჩატარდეს პროცესი, რომელიც მაინც „კლანის" წევრებს გაამწესებს უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად. ამიტომ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ვთვლით, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება და შემდეგ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად განვახორციელებთ რეალურად, ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას, რომელიც კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ მოსამართლეებს მოგვცემს და არა „კლანის" წევრებს, რომელთა კანდიდატურის განხილვა ახლა ხდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე,"- განაცხადა ბოკუჩავამ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება