თინა ბოკუჩავა - მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო სპეცოპერაცია ხელისუფლების უშუალო წახალისებით და ორგანიზებით განხორციელდა

გუშინ, თბილისის ქუჩებში არაადეკვატური რესურსით პოლიციიის წარმოჩენა იმაზე მეტყველებდა, რომ ხელისუფლებამ მოძალადეებს გზა თავად გაუხსნა და ამას ადასტურებს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გუშინდელ აქციაზე მედიაზე განხორციელებულ ძალადობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრემიერ - მინისტრის განცხადება იყო ძალადობრივი და ამ განცხადების შემდეგ ნორმალურ ქვეყანაში პრემიერი გადამდგარი იქნებოდა.

„გუშინ მედიის წინააღმდეგ სადამსჯელო სპეცოპერაცია ვიხილეთ, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების უშუალო წახალისებით და ორგანიზებით. ეს მიზნად ისახავდა მედიის დაშინებას, გაჩერებას და გაჩუმებას. მედიის პროფესიონალიზმი და შეუპოვარობა საამაყო იყო. თქვენ (ჟურნალისტებს) რომ გხედავთ, ვრწმუნდები, რომ ამ ქვეყანას არ დავუთმობთ პუტინისტურ ჯგუფებს, რომლებიც თესავენ ძალადობას, სიძულვილს და ქაოსს. ნორმალურ ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი მის მიერ გაკეთებული ძალადობრივი განცხადების შემდეგ გადამდგარი იქნებოდა ისევე, როგორც შს მინისტრი, რომელმაც ვერ უზრუნველყო მედიის, ტურისტებისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მაგრამ ნორმალურ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ, „ქართული ოცნება" გაურბის შეფასებასაც კი და ერთი სიტყვაც არ თქვეს იმ აღვირახსნილ უმგავსობაზე, რაც ქუჩაში ხდებოდა.

გუშინდელი მოძალადეები სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ. საინტერესოა, რას აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაშინ, როცა მთელი კვირის განმავლობაში კეთდებოდა ძალადობრივი განცხადებები, რაც მიზნად ისახავდა მასობრივი ძალადობის და ქაოსის ორგანიზებას. საჯაროდ იყო ინფორმაცია ცნობილი და სპეციალური თვალთვალი არ სჭირდებოდა, რასაც ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ იყენებს, ეს ყველაფერი საჯაროდ იყო ცნობილი. გუშინ, თბილისის ქუჩებში არაადეკვატური რესურსით პოლიციიის წარმოჩენა იმაზე მეტყველებდა, რომ ხელისუფლებამ გზა მოძალადეებს თავად გაუხსნა და ამას ადასტურებს მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება. ნაცვლად იმისა, რომ კონსტიტუციის დაცვის გარანტი ყოფილყო, ძალდობრივი მოწოდებები გააკეთა“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს