ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები მეფუტკრეებთან კოორდინირებულად მიმდინარეობს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა და მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს მავნებლის პოპულაციის კონტროლსა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებისგან დაცვას.

„მნიშვნელოვანია მეფუტკრე ფერმერებთან აქტიური კომუნიკაცია და კოორდინირებული მუშაობა. ამ მიზნით, მეფუტკრეებთან შეხვედრები მუდმივად იმართება.

საკოორდინაციო მართვის ცენტრს შემუშავებული აქვს შესაბამისი სქემა, რომელიც უზრუნველყოფს ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებას, რის შესახებაც ფერმერებს ინფორმაცია მუდმივად მიეწოდებათ.

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge გაიარონ და SMS შეტყობინების მეშვეობით ინფორმაცია წამლობის დაწყებისა და განხორციელების ვადებზე დეტალური მიიღონ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს