მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ უნდა შეჩერებულიყო, რადგან საკასაციო სასამართლოში მოსამართლეების მწვავე საჭიროებაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არ უნდა შეჩერებულიყო, რადგან საკასაციო სასამართლოში მოსამართლეების მწვავე საჭიროება დგას.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებს ეუთო/ოდირის შუალედური ანგარიშის შეფასებისას განუცხადა, ანგარიშში საუბარია ფორმალური საფუძვლის შექმნაზე და არა იმაზე რომ პროცესის შეჩერების საფუძველი ახლა არსებობს.

"გასაუბრებების პროცესში გამოჩნდა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა მწვავე საჭიროებაა და ამაზე რეაგირება საჭიროა. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ გასაზიარებელია მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, პროცესი გინდა თუ არა, უნდა შეჩერებულიყო, პირიქით. ამ ანგარიშში საუბარია ფორმალური საფუძვლის შექმნაზე და არა იმაზე, რომ პროცესის შეჩერების საფუძველი ახლა არსებობს",- განაცხადა სარჯველაძემ.

„ამ დრომდე რა დასკვნებასაც ვიცნობ, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ეს ახდენდეს ჩემს მომავალ გადაწყვეტილებაზე გავლენას, ზოგიერთი - არა, რადგან შეიძლება არ ვეთანმხმებოდე. საბოლოოდ, ამ პროცესთან დაკავშირებით, ყველა რელევანტური ინფორმაცია, იქნება ეს საექსპერტო დასკვნები, ექსპერტების შეფასებები თუ ა.შ., რა თქმა უნდა, მონაწილეობს თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რაც შეეხება უზენაესი სასამარლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, ვფიქრობ, დატვირთული პროცესი იყო. პრაქტიკულად, სრულფასოვანი შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ შეგვერჩია დამაკმაყოფილებელი და კარგი კანდიდატები, მათ შორის საუკეთესო კანდიდატების გამოვლინების თვალსაზრისით გვქონდა სრული შესაძლებლობა ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი ინკლუზიური იყო“, - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მონიტორინგის მესამე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის 19 აპრილს მმართველმა პარტიამ და ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში ხელი მოაწერეს ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, იღებდნენ ვალდებულებას ამ საკითხების განხილვამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების წარდგენა. ამის მიუხედავად, პარლამენტმა ვერ უზრუნველყო ფორმალური სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რათა შეჩერებულიყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი ვაკანტურ ადგილებზე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს