გიორგი გახარია - ვიღაცას თუ ჰგონია, რომ რაღაც სახელებს დამარქმევენ: მოღალატე, მიშასთან კავშირი და კიდევ რაღაც სისულელეები, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს

პირდაპირ ვთქვი, რომ წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებ, ასეთ შემთხვევას ვერავინ იპოვის. მაგრამ ისიც ვთქვი, რომ დღევანდელ დღეზე და ჩვენს მომავალთან დაკავშირებით ვიქნებით მწვავედ კრიტიკული, რადგან მომავალზე ვხედავთ ჩვენს ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატების მწვავე განცხადებებს შეეხება.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ ის წარსულზე არასდროს ჭორაობს და მმართველ პარტიას ამაზე არ აკრიტიკებს ან არავითარ კულუარულ ინფორმაციას არ ყვება. –

„მე ამასთან დაკავშირებით პოზიცია უკვე ჩამოვაყალიბე, ჩემი პრემიერობის თუ წინა თანამდებობების პირობებში, საერთოდ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ჩვენ ბევრი რამ გაგვიკეთებია კიდეც და შეცდომებიც დაგვიშვია. მაგრამ მე პირდაპირ ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე წარსულზე ჭორაობას არ ვაპირებ, ვერავინ იპოვის ასეთ შემთხვევას. მაგრამ ისიც ვთქვი, რომ დღევანდელ დღესთან და ჩვენს მომავალთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ იქნებოდა მწვავედ კრიტიკული, რადგან მომავალზე ვხედავთ ჩვენს ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას. ისიც ვთქვი, რომ არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს ვინ რას ჭორაობს. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ რაღაც სახელებს დამარქმევენ - მოღალატე, შუბლი, მიშასთან კავშირი და კიდევ რაღაც სისულელეები - ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს ორ რაღაცას, პირველი, რომ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, არანაირი შეზღუდვები ჩვენ როგორც კარგზე კარგის და პრობლემურზე და ცუდზე ცუდის თქმის არა გვაქვს და მეორე - ჩვენ ვართ და ვიქნებით მომავალზე და ახალგაზრდებზე ორიენტირებული და ამაში თუ ვინმე შეგვეჯიბრება, აგერ ვართ“, - განაცხადა გახარიამ.

მანვე მიანიშნა, რომ სახელმწიფოებრიობის დაზიანების შემთხვევებში მმართველ პარტიას გახარიასგან პასიურობის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს მისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო.

,,ყველამ გაითვალისწინოს ერთი რამ - მე ადრეც ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი და ვმუშაობდი იმაზე, რომ ქვეყანაში სახელმწიფო ყოფილიყო ძლიერი, ინსტიტუტები ყოფილიყო ძლიერი. ჩემი ძირითადი მიზანი მაშინაც იყო და დღესაც იქნება ძლიერი ქართული სახელმწიფო და ვიღაც, რომ ურევს ერთმანეთში სახელმწიფოს და თავის პირად ან პარტიულ ინტერესებს - ეს მათი პრობლემაა“, - აცხადებს გახარია.

მან დღეს პარტია ,,საქართველოსთვის“ ახალი ოფისი ქუთაისში გახსნა, პარტიის ქუთაისის მიმართულების ხელმძღვანელად პოლიტსაბჭოს ახალგაზრდა წევრი - გიორგი გოგუაძე წარადგინა და თანაპარტიელებთან ერთად მოსახლეობას ხვდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს